LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაირა ბენქსი სუროგატის საშუალებით დედა გახდა

482

უამრავი მცდელობის შემდეგ, საბოლოოდ, ტაირა ბენქსი დედა გახდა. 42 წლის სუპერმოდელმა განაცხადა, რომ მას და საყვარელ მამაკაცს ერიკ ასლას ბიჭი სუროგატის საშუალებით შეეძინათ.

„ამ უძვირფასესი საჩუქრის მისაღებად ჩვენ ბევრი ვიწვალეთ და ვილოცეთ, საბოლოოდ ის აქ არის. ბავშვს ჩემი თითები და დიდი თვალები აქვს, ნიკაპი და პირი კი – მამის,“ – დაწერა ტაირამ „ინსტაგრამზე“.

ბენქსმა, დედა რომ გამხდარიყო, ხელოვნური განაყოფიერება არაერთხელ სცადა, თუმცა უშედეგოდ. ეს წყვილისთვის პირველი ბავშვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g