LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო აბაშიძე: „მყავს 12 წლის ქალიშვილი, დიდი გოგოა, ჭკვიანი და კარგი ადამიანი. რაც გინდათ, დამიძახეთ, მაგრამ მგონია, გოგონების სახლი გვაქვს და ჩემს შვილს,ალბათ, გაუჭირდება მამაკაცის მიღება…“

968
თაკო აბაშიძე

თაკო აბაშიძე fortuna.ge-სთან ინტერვიუში საუბრობს თავისი რჩეულის შესახებ, თუმცა დასძენს, რომ დაოჯახებაზე აღარ ფიქრობს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

გაგვიმხელ, ვინ დაიმსახურა შენი სიყვარული?

არ მიყვარს ასე აფიშირება, მაგრამ ერთადერთი, რასაც ვიტყვი, ის არის, რომ ოჯახს სავარაუდოდ არ შევქმნი, თუმცა რაც ვთქვი ადრე, ყველაფერი პირიქით მოხდა (იღიმის). რეალურად არ ვაპირებ ოჯახის შექმნას, შევეჩვიე მარტო ყოფნას, მყავს 12 წლის ქალიშვილი, დიდი გოგოა, ჭკვიანი და კარგი ადამიანი. რაც გინდათ, დამიძახეთ, მაგრამ მგონია, რომ ჩემს შვილს ძალიან გაუჭირდება. გოგონების სახლი გვაქვს და მას ალბათ, გაუჭირდება მამაკაცის მიღება. რატომ უნდა შევუქმნა დისკომფორტი ჩემს შვილს და ჩემს თავს?!. სიყვარული ქორწინების გარეშეც შესაძლებელია. შეიძლება, ადამიანი მთელი ცხოვრება გიყვარდეს და არ იყო დაქორწინებული.

თაყვანისმცემლების სიმცირეს არასდროს უჩიოდი, იყო მოტაცებებიც…

(იღიმის) კი, სულ იყვნენ თაყვანისმცემლები. ქალს თაყვანისმცემლები ეყოლება აუცილებლად, მაგრამ ახლა ჩემი თავისუფლება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g