LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო ჭანუყვაძე: „ჯინსი და მაისური წლის განმავლობაში ორჯერ მაცვია და ისიც მეგობრების ხათრით… სახლშიც ისეთი შრიალა და ფერადი უნდა ვიყო, როგორიც გარეთ…“

501
თაკო ჭანუყვაძე

მსახიობი და ტელესახე თაკო ჭანუყვაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორი ახერხებს მუდმივად ფორმაში ყოფნას.

„ყოველთვის ფორმაში ვარ, მაგრამ ეს იმდენად გამჯდარი მაქვს ჩვევაში, ყველაფერს იმდენად სწრაფად ვაკეთებ, რომ დიდი დრო საერთოდ არ მჭირდება. თან, ყოველთვის ყველაზე მეტად მომწონს ჩემი გაკეთებული. ნებისმიერი ვარცხნილობა. შემიძლია, ძალიან მარტივად გავიკეთო ზუსტად ისე, როგორც მე მომწონს. ყველაზე მეტად საკუთარ თავს ვენდობი, რადგან ვფიქრობ, შენზე უკეთ არავინ იცის, შენ რა გიხდება და რა – არა. აქედან გამომდინარე, ძალიან მალე ვწესრიგდები და სულ იმ ფორმაში ვარ, როგორიც მე მომწონს და მიყვარს. სახლშიც ისეთი შრიალა და ფერადი უნდა ვიყო, როგორიც გარეთ. ეს ჩემი შინაგანი მდგომარეობაა. ეს ჩემთვის ისეთივე ბუნებრივია, როგორც სხვა ადამიანებისთვის ყოველდღე ჯინსისა და მაისურის ჩაცმა. ჯინსი და მაისური წლის განმავლობაში ორჯერ მაცვია და ისიც მეგობრების ხათრით (იცინის).

ჩემი ყოველდღიურობა ისეთია, როგორსაც მხედავთ ეკრანზე, ფოტოებში თუ ნებისმიერ სხვა მოცემულობაში და მე ეს მაბედნიერებს. შეიძლება, გაგიკვირდეთ, მაგრამ შოპინგი არ მიყვარს. თუ მაღაზიაში შემხვდებით, ალბათ, სხვისთვის ვყიდულობ საჩუქარს. მე არ ვშოპინგობ, მხოლოდ ნაჭრებისა და აქსესუარების მაღაზიაში დავდივარ. ამ ორ მაღაზიას გვერდით ნამდვილად ვერ ჩავუვლი, იქ შემიძლია, ძალიან დიდი დრო გავატარო.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები