LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო ჩარკვიანი – დიდი ხანია „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნიკა მელიას არ ვხედავ, „ტროას ცხენია“

152
BeFunky-collage1 (37)

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, თაკო ჩარკვიანის შეფასებით, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია „ტროას ცხენია“.

„მე დიდი ხანია პარტიაში ნიკა მელიას არ ვხედავ, ტროას ცხენია და დიდი ხანია ამას ვამბობ. აი, ამ პროცესს მარტივად შევხედოთ. პირველ რიგში, ჩემი საქმე არ არის, მათი პარტიიდან ვინ წავა და ვინ მოვა, მაგრამ შორიდან ვუყურებ, როგორც თქვენ. თუ არ მიდიხარ, მაშინ რა საქციელია ეს? – პარტიას პარტიაში მოძრაობ, თუ რას აკეთებ? მე არ მესმის, მაგრამ მე მაინც გამთლიანებისკენ მოვუწოდებ ყველას. მე არ ვამბობ, რომ ის სადღაც უნდა წავიდეს, ეს არ არის არანაირად ჩემი გადასაწყვეტი, საერთოდ რაც ნაკლებად წავლენ ადამიანები და დაწიაწდებიან, მაშინ, როცა მტერი მოგვადგა და არ ვიცით დესანტი შემოსვა, თუ არა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე, აი, რა დროს ეს სისულელეა.

გუშინ, მე ვნახე ეს შეკრება. არ მიდის თუ ვერ მიდის, იმიტომ, რომ ვერ აკეთებს და მას გარკვეული ადამიანები არ ეთანხმებიან ახალი პარტიის შექმნაში და ვერ შვება ამას, ეს კიდევ საკითხავია. ვინმემ არ იფიქროს, მე მოვუწოდებ, რომ წავიდეს, არავითარ შემთხვევაში, მე მაინც ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად უნდა გამთლიანდეს. ვფიქრობ, რომ თუ ნიკა მელია არის პარტიაში, უნდა იყოს, ახლა ცალკე რაღაც პარტიული შეკრებები აკეთოს, მე ეგეთი რაღაც არ გამიგია, პირველად გავიგე. ყველაფერი საოცრება ჩვენ უნდა ვნახოთ, პარტია პარტიაში ჯერ არ მსმენია“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

ნიკა მელია: „ნაციონალური მოძრაობა“ ორად გახლიჩა უსამართლობამ, უზნეობამ, ღირებულებებისგან დაცლამ – არაფორმალური მმართველობის ქვეშ ერთობა გამორიცხულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g