LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო ჩარკვიანი: „ჯანსუღ ჩარკვიანის მართლა საოცარ ლექსებზე შექმნილი, მამუკა ჩარკვიანის საოცარი სიმღერები უთუოდ დარჩება ხალხში-უფრო ზუსტად რომ ვთქვა-დარჩა, ამ ფოტოზე: ჯანსუღის ლექსზე შექმნილ სიმღერას ასმენინებს მამუკა“

1246
თაკო ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში მამისა და ძმის, ჯანსუღ და მამუკა ჩარკვიანების ფოტოს გვიზიარებს.

ამასთან თაკო წერს:

„დამათენდა…ვუსმენ ახლა და…ასეა…

ჯანსუღ ჩარკვიანის მართლა საოცარ ლექსებზე შექმნილი, მამუკა ჩარკვიანის საოცარი სიმღერები უთუოდ დარჩება ხალხში-უფრო ზუსტად რომ ვთქვა-დარჩა.

ამ ფოტოზე: ჯანსუღის ლექსზე შექმნილ სიმღერას ასმენინებს მამუკა….

ჩემი განძი – ჯანსუღი…

              მამუკა…

როგორც ჯანსუღი იტყოდა:

„შენი მშვენიერი სევდა, გულში შევინახე მარად, თუმცა არა ჩანხარ გხედავ, ცრემლი როგორ დაგდის ღვარად,“ – წერს თაკო ჩარკვიანი.

20 აგვისტოს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, მუსიკოსი და ავტორ-შემსრულებელი მამუკა ჩარკვიანი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მამუკა ჩარკვიანის პანაშვიდები პარასკევსა და შაბათს გაიმართება.

მუსიკოსს კვირას დაკრძალავენ.

„მამუკა ჩარკვიანის პანაშვიდი -პარასკევს -შაბათს 17 საათიდან მის. ზ.ბოლქვაძის 3 ( დოლიძეზე ეკლესიასთან შესახვევი) .

გამოსვენება

კვირას 2 საათზე ქაშუეთის ეკლესიიდან“, – წერს თაკო ჩარკვიანი.

„შენ გენაცვალე, ჩვენო ლეგენდა ბიჭო. აწი შენ იქნები ,,სულ ზევით!!!ზევით!!!” და სწორება იქნება შენზე!!!“ – ლაშა ღლონტის ემოციური დამშვიდობება

„კაცი რომ ორი წელი არ მოვა შენს სანახავად, ის არ შეიძლება, შენი ახლობელი იყოს“ – როგორი იყო მამუკა ჩარკვიანის ბოლო წლები და როგორ იხსენებდა მამასთან ურთიერთობას

„მამუკა ჩარკვიანის შემოქმედება სამუდამოდ დარჩება ქართული კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად“ – კულტურის სამინისტრო

კახა კალაძე: „ვიზიარებ მამუკა ჩარკვიანის ოჯახის, ახლობლების, ქართული მუსიკალური საზოგადოების დიდ გულისტკივილს! მისი სიმღერები სავსე იყო მელოდიურობით, ლირიზმით, გულწრფელობით, რის გამოც სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ქართველი მსმენელის გულში“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g