LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო ჩარკვიანი: მაშინ, როცა უშიშროების საბჭოს მდივანი ბოკერია იყო, რა გარანტიაა, რომ სწორი ინფორმაცია მიჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილთან

159
ფორტუნა - 2023-04-04T110724.556

„თუ იმ „ფეიკ“ ტიპებისგან, აქ რომ იჯდა გიგა ბოკერია, არ გავთავისუფლდით, ლაზარეს თაობა ვერ მოვა ხელისუფლებაში. ჩვენ შვილები გაგვექცნენ, წავიდა თაობა, დაიცალა ქვეყანა“, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, ბოკერია არის მთელი წინაღობა, თაკო ჩარკვიანი პასუხობს:

„განსხვავებით ბოკერიასგან, მე ყოფილი ხელისუფლების ოპოზიციაში ვიყავი და ყოველთვის ფაქტებს ვეყრდნობი. პირდაპირ ეთერში არასდროს გამოვდივარ ფაქტების გარეშე. ელენე თევდორაძემ პირდაპირ ეთერში რამდენჯერმე თქვა და შემდეგ სასამართლოზე ჩვენებაში გაიმეორა, რომ ციხის ბუნტის დროს ზურაბ ადეიშვილი და ბოკერია შევარდნენ ახალაიას კაბინეტში და დაიწყო სროლა.

მაშინ, როცა უშიშროების საბჭოს მდივანი ბოკერია იყო, რა გარანტიაა, რომ სწორი ინფორმაცია მიჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილთან?

მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა. ბოკერიამ და მისმა ცოლმა ყველა უბედურება სააკაშვილს აჰკიდეს. რა არ უწოდეს, არც გავიმეორებ.  უღირსი საქციელია, როგორც მოექცნენ თავიანთ პრეზიდენტს.

უშიშროების საბჭოს მდივანი იყო კაცი გიგა ბოკერია, აქ რომ იჯდა, რა სიტყვები არ უწოდეს, ლაჩარი და ა.შ.  და ვიცით ამ დროს რა მდგომარეობაში იყვნენ. არასდროს არავინ არაფერი ჰკითხა, ერთი დღე არ იჯდა ციხეში, მარტო გრძელი ენა აქვს.

20 ივნისის პერიოდში, იმ დიდი აქციის გასაღები „ევროპული საქართველოს“ ხელში იყო და როცა მე ვიკითხე, ამხელა აქციის გასაღები რატომ აღმოჩნდა „ევროპული საქართველოს“ ხელში-თქო, აღმოჩნდა, რომ ივანიშვილმა, როგორც აქვს მას ჩვევაში, მოგვიანებით, პატივცემული ბოკერია მოისროლა“. – აცხადებს ჩარკვიანი.

ჩარკვიანის თქმით, 26 მაისის დარბევის დროს ერთი კითხვაც არ დაუსვამთ ბოკერიასთვის.

„უგულავა დასვეს, მერაბიშვილი დასვეს და კითხვა ხომ რჩება, ბოკერიას რატომ არავინ არაფერი ჰკითხა?“, – ამბობს თაკო ჩარკვიანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g