„მოღალატეობრივია განცხადება იმის თაობაზე, რომ თურმე პატარა საქართველოა დამნაშავე იმაში, რომ რუსეთი შემოგვივარდა და თავს დაგვესხა – პირადად ჩემთვის ამ ტიპის განცხადებებია ღალატი!“ – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.
როგორც ჩარკვიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას ამავე კონტექსტში აღნიშნა, საერთაშორისო დოკუმენტებში წერია, რომ საქართველო რუსეთის მსხვერპლია.
„ვინ უნდა გაასამართლონ – 500 ათასი ადამიანი? პარტია რა არის? – პარტია არის იდეოლოგია და ამომრჩეველი. 500 ათასს კაცს ასამართლებენ?!
მდინარაძე: „ჩვენ მოვიგეთ ორივე პროცესი სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოებში და დავამტკიცეთ, რომ ქართველი სამხედროები არა ომის დამნაშავეები, არამედ გმირები არიან – „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს“
„პირველად, თარიღი 7 აგვისტო, გაჩნდა ევროსაბჭოს რეზოლუციაში, სადაც ეწერა, რომ ქართულმა სამხედრო ძალებმა ცხინვალი გაუფრთხილებლად დაბომბეს, რუსეთის ქმედება კი საპასუხო შეტევად იყო მოხსენიებული და „ამ ჩანაწერების მიუხედავად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეზოლუციას მხარი დაუჭირა“.
წარმოუდგენელია ამ ხელისუფლებისგან 12 წლის თავზე ამაზე საუბარი, საუბარი იმ ხელისუფლები მხრიდან, რომელმაც ქვეყანა 40 წლით უკან დახია“. – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
ფოტო: „ინტერპრესნიუსი“