თაკო ჩორგოლაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ განვლილ ცხოვრებას აჯამებს და აღნიშნავს:
„უკან რომ ვიხედები, ბევრი რთული ეტაპის გავლა მომიწია იმისთვის, რომ დღეს იქ მივსულიყავი, სადაც ვარ… ბევრი შრომა და ბევრი მოთმენა დამჭირდა, მაგრამ სულ ვიცოდი ერთი რამ – როცა რაღაცას აკეთებ მთელი გულით და მონდომებით, შედეგს აუცილებლად მიაღწევ.
იყო მომენტები, როდესაც ერთხელ არ გამოვიდა, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ ამ დროს მთავარია, არ დანებდე და წარმატებაც მოვა. მართლა ბევრი ისეთი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, როდესაც შეიძლებოდა მეფიქრა, რომ აზრი აღარ ჰქონდა ბრძოლას. ღამეებსაც ვათენებდი და მეგონა, ფიზიკურად ვეღარ გავუძლებდი ასეთ რეჟიმს, მაგრამ ჩემმა მებრძოლმა ხასიათმა შედეგი გამოიღო და ისეთი კარიერა შევქმენი, როგორიც მინდოდა. ღმერთი ყოველთვის გიფასებს შრომას და მონდომებას…“