პოპულარული ივენთ-მეიქერი, თაკო დოლაბერიძე დავით ნარმანიას ოთხწლიან მერობის პერიოდს აფასებს და მას სპეციალურ პოსტს უძღვნის, რომელიც თბილისი ახლა უკვე ყოფილ მერთან გადაღებულ ფოტოს დაურთო.
თაკო წერს:
„მორჩა კინო“… ამ ფრაზით დაგვემშვიდობა და წავიდა! თვითონ ხუმრობდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რა ძნელია 4 წელი საპასუხისმგებლო თანამდებობაზე იმუშავო და შემდეგ რომ მიდიხარ, ნამდვილად გულდასაწყვეტია. სამწუხაროა, რომ ბევრის საქილიკო გახდა, ზოგი მის წარმომავლობაზე ხუმრობდა, ზოგი მის შესაძლებლობებზე, ზოგიც გაკეთებულზე და მის გასაკეთებელს აკრიტიკებდა, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში გააკეთა ის, რაც შეძლო… ბევრჯერ მეც მეხუმრია მასზე, ხშირად ვამბობდი ჩემი შეყვარებულია-მეთქი და ვიცინოდი, ახლა ამ გადასახედიდან, როცა ის თანამდებობაზე აღარ არის, ვხვდები, რომ ალბათ, ბოლომდე მართალი არ ვიყავი, თუმცა რაც მთავარია, ბოროტულად არასდროს ვყოფილვარ მის მიმართ! 4 წელი იმუშავა თბილისისთვის, მისი გაკეთებული ალბათ წლების შემდეგ შეფასდება… წარმატებას ვუსურვებ, სადაც იქნება და ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, გულწრფელი იქნება ყველგან, შესაძლებლობები უსაზღვრო არ არის, რაც შეძლო გააკეთა…��პ.ს. აღარასოდეს ვიხუმრებ დათო ნარმანიას კოკელობაზე, ბევრი თბილისელი ვიცი „საინტერესო“ შესაძლებლობებით. ��დათო წარმატებები. პატივისცემით შენი თაკო!!!“