LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო კორინთელი: „უფრო მეტად არამკითხე მოამბეების აზრები მაწუხებს, ვიდრე წონის ცვალებადობა. პუტკუნაც ძალიან ბედნიერი ვარ და გამხდარიც ძალიან ბედნიერი ვიყავი…“

927
თაკო კორინთელი

თაკო კორინთელმა ჟურნალ „თბილისელებს“ წონის მატებასა და კლებასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე უპასუხა.

სოციალურ ქსელში ხუმრობდი ბოლო წლებში მომატებულ კილოგრამებთან დაკავშირებით. მარტივად უყურებ ამ საკითხს თუ იმ გოგონების კატეგორიას მიეკუთვნები, ძველი ფორმის დაბრუნებას რომ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ?

მე ეს საკითხი დიდად არ მაწუხებს. უფრო მეტად არამკითხე მოამბეების აზრები მაწუხებს, ვიდრე წონის ცვალებადობა. პუტკუნაც ძალიან ბედნიერი ვარ და გამხდარიც ძალიან ბედნიერი ვიყავი (იცინის). მაშინაც ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი და ახლაც ასეა. მით უმეტეს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მეუღლის აზრია და ეს არც მას აწუხებს, პირიქით. წონა ხან წავა, ხან მოვა. წლების განმავლობაში მეუღლე სულ იმას მეუბნებოდა, ძალიან გამხდარი ხარ, ასე არ შეიძლება, ვიტამინები მიიღე, რომ მოიმატოო და მეც გამოვცადე, ხომ უნდა მენახა, როგორი ვიქნებოდი პუტკუნა (იცინის). ვფიქრობ, რომ ძალიან საყვარელი პუტკუნა ვარ (იცინის).

მართლა ძალიან ლამაზი ხარ ასეთიც და ისეთიც.

ძალიან დიდი მადლობა, წონას მართლა არ შევუწუხებივარ, არამკითხე მოამბეებისა და უცხო ადამიანების მესიჯები უფრო მაწუხებდა, მწერდნენ, რა ხდება, რატომ მოიმატეო. ძალიან კარგად ვიყავი გამხდარიც, პუტკუნაც, ახლა უკვე საშუალო წონა მაქვს და ახლაც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს (იცინის). თუ სხვას აწუხებს, არ ვიცი, ჩემს ქმარს გამხდარიც ვუყვარდი და პუტკუნაც ვუყვარვარ (იცინის).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები