ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც 16 აგვისტოს Victoria’s Secret-ის კასტინგებში მიიღო მონაწილეობა.
მოდელი ნიუ-იორკში დედასთან ერთად ჩავიდა და კასტინგებისთვის აქტიურად ემზადებოდა.
მოდელების შერჩევა დღეს მთავრდება. “ვიქტორია სეკრეტის” შოუში მოსახვედრად ცნობილი მოდელებიც გადიან კასტინგს.
ცნობილია, რომ კასტინგში ჯამში 300 მოდელი მონაწილეობს, საიდანაც დაახლოებით 20-25 უნდა შეირჩეს. საბოლოო შედეგები 20-21 აგვისტოს გახდება ცნობილი.
მოდის გვერდები წერენ, რომ თაკო ერთერთი ფავორიტია.