მსახიობმა თაკო ტაბატაძემ ახლახან სპექტაკლში ითამაშა.
ამის შესახებ მისი “ინსტაგრამ” გვერდიდან ხდება ცნობილი.
თაკო სპექტაკლამდე გადაღებულ კადრებს სოციალურ ქსელში ავრცელებს, სადაც შეიძლება ითქვას, რომ მსახიობი ნამდვილად ბრწყინავს.
“vera di lorenzo” – წერს თაკო და ვიდეოებს გვიზიარებს.
ცნობისთვის, თაკომ სადიპლომო სპექტაკლში ,,შიში ნომერი ერთი” ითამაშა, რომელიც თეატრალურ უნივერსიტეტში დაიდგა.
სპექტაკლის რეჟისორი ნანუკა ხუსკივაძეა.