LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტალახაძის ახალი რეკორდი! – ქართველმა სპორტსმენმა ატაცში 219 კგ. დააფიქსირა

269
68665966-2509319562423451-5448602933409087488-n

მსოფლიოს და ევროპის არაერთგზის ჩემპიონმა და ოლიმპიური ოქროს მფლობელმა ლაშა ტალახაძე, რომელიც ზედიზედ ორჯერ დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად, ახალი რეკორდი დაამყარა.

ტალახაძემ საქართველოს ჩემპიონატზე ატაცში 219 კგ. დაძლია , რაც მსოფლიო რეკორდს 1 კილოგრამით აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდიც ქართველ ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, ლაშა ტალახაძეს ეკუთვნის, შესაბამისად, მან თავისივე შედეგი გააუმჯობესა.

ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი დასკვნით ფაზაშია შესული. ტუნირზე საქართველოს 12 რაიონიდან დაახლოებით 100 სპორტსმენი ასპარეზობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g