LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თალაკვაძე: დღეს გვაქვს უკეთესი საქართველო, ვიდრე 10 წლის წინ

144
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (1)

„დღეს ნამდვილად გვაქვს უკეთესი საქართველო, ვიდრე ის 10 წლის წინ იყო,“ – ეს განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, სადაც მიიღეს რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ანგარიშში ასევე საუბარია ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო სტატუსის მისაღებად, რისთვისაც საქართველოს მიისწრაფვის.

სიტყვით გამოსვლისას არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა ევროსაბჭოს მხარდაჭერისთვის და ევრორეკომენდაციების შესასრულებლად ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

„ევროსაბჭოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაძლევს დამატებით მოტივაციას დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციის, კანონის უზენაესობის განმტკიცების და ადამიანის უფლებების დაცვისთვის. საქართველომ დაამტკიცა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი ტერიტორიების განგრძობითი ოკუპაციისა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ რეფორმები და განვამტკიცოთ დემოკრატია.

ჩვენს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული სამუშაო მოიცავს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლითაც მოხდა ადამიანის უფლებების დაცვლის უფრო ძლიერი გარანტიების უზრუნველყოფა, შრომის ახალი კოდექსის მიღება, გატარდა სასჯელაღსრულების სისტემის წარმატებული რეფორმა და პატიმრების რაოდენობა ორჯერ შემცირდა, მოხდა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება. ახლა ჩვენს გვაქვს უფრო ძლიერი და პლურალისტური პარლამენტი.

ზედამხედველობის და ანგარიშვალდებულების, ასევე ოპოზიციის საქმიანობისთვის განკუთვნილი უფრო ეფექტური მექანიზმებით. სასამართლო სისტემაში განხორციელებული რეფორმების შედეგად 60%-ით შემცირდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების რაოდენობა. ასევე, დაბალანსდა სასამართლო დავებში მხარეთა სასარგებლოდ მიღებული სტატისტიკა, აღნიშნული გვაძლევს საფუძველს, რომ განვაგრძოთ სასამართლო სისტემის რეფორმები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები