LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თალაკვაძე ჟურნალისტს: რა გჭირთ ახლა, იძაბებით ამ ჯვრის დანახვაზე?

92
jvari archili

„რა გჭირთ ახლა, იძაბებით ამ ჯვრის დანახვაზე?” – ასე უპასუხა დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტის კითხვაზე, როდის აპირებენ პარლამენტის წინ აღმართული ჯვრის აღებას.

„დღეს ამ კითხვას, რომ მისვამთ მე აპრიორი უკვე ვხვდები, რომ თქვენ შეწუხებული ხართ იმით, რომ პარლამენტის წინ ვინმემ დადგა ჯვარი. თავისი სახელი უნდა დაერქვას ყველაფერს და მე არ მახსოვხართ შეწუხებული, როცა თვეების განმავლობაში აქ ცარიელი კარვები და სააკაშვილის დაბრუნების კომიკური ბანერი იდგა. არ მინახავს თქვენი პრეტენზიები, მაშინაც რომ გეკითხათ ასეთი აღტყინებით დღესაც, რა თქმა უნდა, გიპასუხებთ და მაშინაც გიპასუხებდით”, – უპასუხა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ჯვრის საკითხი „ძალიან მალე” კანონის ფარგლებში გადაწყდება და პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორია ისეთ ფორმას დაუბრუნდება, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იმსახურებს.

5 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის წევრებმა პარლამენტის წინ მდებარე ოპოზიციური კარვები დაარბიეს, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანოს კიბეებზე ჯვარი აღმართეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g