LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თალაკვაძე: დუმის წევრებმა საქართველო უნდა დატოვონ!

157
talakvadze-1

უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, საქართველოს პარლამენტში მისვლას ეხმაურება.

“რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის! ეს კონფერენცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დუმის წევრებმა პარლამენტი და საქართველო უნდა დატოვონ!” – წერს უმრავლესობის წევრი ფეუსბუქზე.

სოციალურ ქსელში რუსი დეპუტატების პარლამენტში გამოსვლას თამარ ჩუგოშვილიც გამოეხმაურა.

როგორც საკანონმდებლო ორგანოს ვიცე–სპიკერი ამბობს, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატის ნახვამ გაანადგურა.

საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას რუსი დეპუტატი უძღვება

ასამბლეის ჩატარებას საპარლამენტო ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს.

სხდომას რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ხელმძღვანელობს, რომელიც ასამბლეის ხელმძღვანელია.

ფოტოში ჩანს, რომ სხდომას გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან ხელმძღავენლობს.

გავრილოვის პარლამენტში მისვლას ოპოზიციის სწრაფი პროტესტი მოჰყვა. „ევროპული საქართველოს“ წევრები, მათ შორის ელენე ხოშტარია ტრიბუნაზე ავიდა და განაცხადა, რომ სერგეი გავრილოვს პარლამენტის სკამზე დაჯდომის უფლებას არ მიცემს.

 

magti 5g