LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თალაკვაძე ოპოზიციასთან შეხვედრაზე არ იყო – რას აცხადებენ მხარეები მოლაპარაკების დასრულების შემდეგ

107
თალაკვადძე

დღეს, 25 აპრილს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა ამნისტიის კანონზე იმსჯელეს, რომელიც შარლ მიშელის შემოთავაზებული და ხელმოწერილი დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტია.

შეხვედრას არ დასწრებია არჩილ თალაკვაძე, რომელიც ამ დრომდე მოლაპარაკებებში ხელისუფლებას წარმოადგენდა.

თალაკვაძის ნაცვლად შეხვედრაზე ანრი ოხანაშვილი და მიხეილ სარჯველაძე იყვნენ.

თალაკვაძემ გუშინ, 24 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაც დატოვა და ვიცე სპიკერის პოზიციაზე გადაინაცვლა.

მიზეზად მან მოლაპარაკებებში სწორედ „ქართული ოცნების“ სახელით მონაწილეობა დაასახელა.

მმარელი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადებები გაკეთდა.

 

ამნისტია​ კონვენციურ დანაშაულებზე არ გავრცელდება, ჯალათებს არ შეეხება - ვაშაძე

ჯერჯერობით მმართველი გუნდის კანონპროექტი არ გვინახავს

ამნისტია ვერ გავრცელდება ისეთ მუხლებზე, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ ზიანის მიყენებას შეეხება – პროპაგანდა, რომ ამნისტია ეხება ყველა იმ ადამიანს, ვინც დანაშაული ჩაიდინა,მათ შორის, ვინც ზიანი მიაყენა მაკო გომურს, ტყუილია! – განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ თემაზე ვრცელდება გარკვეული სახის პროპაგანდა, რათა პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს.

 

„ჩვენი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ამნისტია ვერ გავრცელდება ისეთ მუხლებზე, რომელის ჯანმრთლობის განზრახ ზიანის მიყენებას, ასევე პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ უკანონო ბრძანების გაცემას შეეხება – ამაზე ამნისტია ვერ გავრცელდება! ეს პოზიცია, „ქართულ ოცნებას“ გავაცანით“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

კონვენციის დათქმა უნდა ჩაიწეროს, ამასთან დაკავშირებით შევთანხმდით კიდეც , – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ქართული ოცნება“ რჩება შეთანხმების ერთგული, იმ ხელმოწერის რა ხელმოწერაც ჩვენ განვახორციელეთ, რაც ნიშნავს ამნისტიის აქტის გამოცემას და ამნისტიის აქტის, როგორც შეთანხმებაშია ჩადებული, ყველა პირზე და ყველა სამართალდარღვევაზე გავრცელებას.

თუ თქვენ იკითხავთ, რომ კონვენციურ მუხლებთან დაკავშირებით საერთაშორისო სტანდარტი იქნება თუ არა დაცული?! რა თქმა უნდა, ამაზე ერთმნიშვნელოვნად ჩვენი პოზიციაა, რომ კონვენციის დათქმა უნდა ჩაიწეროს, ამასთან დაკავშირებით შევთანხმდით კიდეც და ამასთან დაკავშირებით ორი აზრი არ არსებობს – ეს არის ჩვენი სულისკვეთება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

პასუხისმგებელი არის ხელმომწერი მხარე, “ქართული ოცნება” და ბატონი თალაკვაძის წასვლა ან დარჩენა არაფერს ცვლის ვალდებულებების თვალსაზრისით შეთანხმებასთან მიმართებით, – ასე პასუხობს სალომე სამადაშვილი ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ მიანიშნებს არჩილ თალაკვაძის გადადგომა, შეთანხმების შესრულების საფრთხეზე.

სალომე სამადაშვილის თქმით, შეთანხმების ჩაშლას საერთაშორისო პარტნიორებისგან ადეკვატური რეაქცია მოჰყვება.

“მე ვარ ადამიანი, ვინც იღებდა მონაწილეობას ყველა შეხვედრაში, ყველა დონეზე, ფორმალურში და არაფორმალურში. მე ვიცი ზუსტად რა არის შეთანხმების საგანი, ეს იციან ჩვენმა პარტნიორებმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, აშშ- ის და ევროკავშირის ელჩებმა და ვფიქრობ, “ქართული ოცნების” ნებისმიერი მცდელობა, რომ აი ახლა, როცა ფაქტიურად არ დაგვიწყია შეთანხმების შესრულებაში წინ მოძრაობა, ეცადოს შეთანხმების ჩაშლა, იქნება ძალიან ადეკვატურად აღქმული საერთაშორისო პარტნიორების მიერ და სენატი, რომელიც მუშაობს რეზოლუციაზე , რომელსაც უახლოეს მომავალში მიიღებენ.

ვფიქრობ, რომ ადეკვატურად ასახავს საკუთარ რეზოლუციაში “ქართული ოცნების” მიერ გადადგმულ პოლიტიკურ ნაბიჯებს, მათ შორის, შეთანხმების პუნქტების შესრულების პროცესში. ამ კანონპროექტის შემუშავების პროცესში გამოჩნდება, რეალურად “ქართულ ოცნებას” აქვს თუ არა სურვილი, რომ შეთანხმდეს შეთანხმება და მათი მხრიდან მცდელობას, რომ დაირღვეს შეთანხმება, ცხადია, ექნება უმძიმესი შედეგი“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტში 27 აპრილს დაიწყება ცვლილებების განხილვა, რომლითაც 19 აპრილს ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში არსებული ჩანაწერი ამნისტიის კანონში უნდა აისახოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g