„ქართული ოცნების“ დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის პოლიტიკური კატასტროფის ტოლფასი იქნება და ეს მან კარგად იცის.
თალაკვაძის აზრით, ექსპრეზიდენტის შეწყალების საკითხი, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტების მიერ დაგეგმილი ერთიანი ხაზია.
„სადაც არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, იქ ხშირად ჟღერდება მოთხოვნები მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, რაზეც არსებობს კითხვის ნიშნები, მაგრამ საზოგადოებისთვის უკვე პასუხებიც ცხადია.
ეს არის ერთიანი ხაზი, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტების მიერ დაგეგმილი. მისი შეწყალება, მით უმეტეს იმ საშინელი დანაშაულების ფონზე.
ძალიან კარგად იცის ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, რომ ეს იქნება მისთვის პოლიტიკური კატასტროფა“. – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.