LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თალაკვაძე: საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს – სანქციებს შეიმუშავებს ამერიკა და ევროკავშირი

85
არჩილ თალაკვაძე

„საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა და დასძინა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესია და მისი სუვერენიტეტის ხელყოფა მიუღებელია.

როგორც „ქართული ოცნების“ ერთ–ერთმა ლიდერმა აღნიშნა, ჩვენ ვართ უკრაინელი ხალხის გვერდით.

როგორ შეიძლება გაგრძელდეს უკრაინის კრიზისი და რა გავლენას მოახდენს რუსეთის შესაძლო ომი საქართველოზე

„ეტყობა დასავლეთი უკრაინაზე უფრო დიდ შეტევას ელოდება, რომ შემდეგ სანქციები დაადოს, არადა რუსეთმა, პირველი ეტაპი უკვე გაიარა და ფაქტია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯარები უკვე შეიყვანა.“

„ყველას გვესმის და ვხედავთ, რომ რაც ახლა ხდება უკრაინაში, ზუსტად იმეორებს რუსეთის მხრიდან საქართველოს რეგიონების ოკუპაციას, რომელიც უკვე მოხდა. ეს არ არის გაყინული კონფლიქტები, ეს კონფლიქტი, ოკუპაცია გრძელდება და ყოველდღე ძალიან ბევრი ადამიანის უფლების უხეშ დარღვევას და ამ რეგიონებში განვითარების შეფერხებას იწვევს.

ბუნებრივია, ეს არის შემაშფოთებელი. ამ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაცია იმავეს გეგმავს უკრაინასთან მიმართებით. ჩვენ გვაქვს მჭიდრო კოორდინაცია პარტნიორებთან, როგორც ამერიკასთან, ასევე ევროკავშირთან და ველოდებით მათი მხრიდან ქმედით ნაბიჯებს იმ უკანონო ქმედებებზე, რომლებიც არღვევს საერთაშორისო სამართალს და უკრაინის სუვერენიტეტს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, არჩილ თალაკვაძის თქმით, რუსეთს არ აქვს უფლება, მეზობელი ქვეყნების ტერიტორიები „დამოუკიდებლად“ გამოაცხადოს. მისივე განცხადებით, საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების ნაბიჯებს, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფის წინააღმდეგ იქნება გადადგმული.

„რაც შეეხება სანქციებს, სანქციებს შეიმუშავებს ამერიკა და ევროკავშირი. საერთაშორისო პარტნიორების ქმედით ნაბიჯებში სწორედ იმას ვგულისხმობდი, რომ სანქციებზე მუშაობა მომდინარეობს და პირველი გადაწყვეტილება საერთაშორისო საზოგადოებამ ნახა.

იმედი გვაქვს, მოხდება ვითარების დეესკალაცია. უკრაინის უფლებაა, მშვიდობიანი განვითარება განაგრძოს. რუსეთის მხრიდან ე.წ. აღიარებას მთელი საერთაშორისო საზოგადოება დაგმობს, რადგან ეს არის არალეგიტიმური ნაბიჯი.

რუსეთს არ აქვს უფლება მეზობელი ქვეყნების ტერიტორიები „დამოუკიდებლად“ გამოაცხადოს. საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების ნაბიჯებს, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფის წინააღმდეგ იქნება გადადგმული“, – განაცხადა თალაკვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g