მიუხედავად იმისა, რომ რობერტ პატინსონი და მისი საცოლე, ტალია ბარნეტი ხშირად აკეთებენ აქცენტს იმის შესახებ, რომ საკურთხეველთან მისვლას არ ჩქარობენ, პრესაში სულ უფრო ხშირად ჩნდება ინფორმაცია, რომ წყვილს შორის დაძაბულობა უმეტესწილად რობერტის თავშეკავებულობის გამო ხდება. ის არ ჩქარობს დაქორწინებას.
როგორც გამოცემა HollywoodLife წერს, ტალიამ რობერტს ულტმატუმი წაუყენა: იმ შემთხვევაში თუ 2016-ში არ დაქორწინდებიან, ისინი დაშორდებიან.
ინსაიდერების თქმით, ვიწრო ცერემონია ზაფხულისთვის შედგება, წინააღმდეგ შემთხვევაში მომღერალსა და მსახიობს შორის ყველაფერი დამთავრდება.