LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თალიბანი მხარეებს უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრისკენ მოუწოდებს

135
Abdul Qahar Balkhi

რუსეთ-უკრაინის ომს ავღანური ტერორისტული ორგანიზაცია თალიბანი ეხმიანება და მხარეებს უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრისკენ მოუწოდებს. ე.წ ავღანეთის ისლამური საამიროს საგარეო სამინისტროს სპიკერი Twitter-ზე წერს, რომ ყველა მხარემ უნდა შეწყვიტოს იმ ქმედებების განხორციელება, რამაც შესაძლოა გაამწვავოს ძალადობა.

„ავღანეთის ისლამური საამირო ახლოდან აკვირდება უკრაინაში არსებულ სიტუაციას და გამოხატავს შეშფოთებას მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის რეალური შესაძლებლობის გამო.

ისლამური საამირო ორივე მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ყველა მხარემ უნდა შეწყვიტოს იმ ქმედებების განხორციელება, რამაც შესაძლოა გაამწვავოს ძალადობა.

ავღანეთის ისლამური საამირო, საერთაშორისო პოლიტიკაში მისი ნეიტრალიტეტის შესაბამისად, კონფლიქტის ორივე მხარეს მოუწოდებს, კრიზისი დიალოგითა და მშვიდობიანი გზებით გადაჭრან.

ისლამური საამირო ასევე მოუწოდებს მხარეებს რომ მიაქციონ ყურადღება იმ ავღანელი სტუდენტებისა და მიგრანტების დაცვას ვინც უკრაინაში იმყოფება“ – წერია ტერორისტული ორგანიზაციის თვითაღიარებული ხელისუფლების განცხადებაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ყველა სიახლეს გაეცნობით აქ.

magti 5g