„თალიბანი“ ავღანეთის ტელევიზიებს მოუწოდებს, არ გაუშვან ეთერში ის სერიალები ან დრამები, რომლებშიც ქალი მსახიობები მონაწილეობენ.
მითითებას ავღანეთის სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის სამინისტრო გასცემს.
„ეს არ არის წესები, არამედ რელიგიური მითითება“, – განაცხადა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰაკიფ მოჰაჯირმა.
სამინისტროს განცხადებითვე, ქალ ჟურნალისტებსა და წამყვანებს, რომლებიც ეთერში გამოჩნდებიან, ჰიჯაბი უნდა ეცვათ.
სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის სამინისტროს მითითების თანახმად, უნდა აიკრძალოს ფილმები ან შოუები, რომლებიც ეწინააღმდეგება ისლამურ ან ავღანურ ღირებულებებს.