LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თალიზი“ მალე პაციენტებს განახლებულ და კომფორტულ გარემოში უმასპინძლებს

1130
241137810-563422708241855-6205391963425776409-n

თმის გადანერგვის კლინიკა „თალიზში“ გეგმიური სარემონტო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. კომპანია საკუთარ პაციენტებს მალე განახლებულ და კომფორტულ გარემოში უმასპინძლებს. არსებული ინფორმაციით, განახლებული „თალიზი“ 5 სექტემბერს გაიხსნება.

თმის გადანერგვის კლინიკაში პაციენტებს უახლესი სამანიპულაციო სავარძლები და ინტერიერი დახვდებათ.

კონსულტაციაზე წინასწარ ჩასაწერად, ან ონლაინ კონსულტაციის მისაღებად დარეკეთ +995 599141401; +995 558752000; +995 555154433

აღსანიშნავია ისიც, რომ სექტემბერი „თალიზისთვის“ საიუბილეო თვეა, 25 სექტემბერს ცნობილ კლინიკას 24 წელი შეუსრულდება.

შეგახსენებთ, „თალიზი” თმის გადანერგვის პირველი კლინიკაა საქართველოში, უკვე 24 წლიანი გამოცდილებით. კლინიკა დაარსდა ქ. თბილისში 1998 წელს. დღეისთვის, „თალიზი” თმის ტრანსპლანტაციის მსოფლიოში აღიარებული მოწინავე კლინიკაა. კლინიკა თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) წევრია. „თალიზში“ პაციენტები მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან. „თალიზის“ ფილიალები წარმატებით ფუნქციონირებს უკრაინაში, ინდოეთსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ხოლო საკონსულტაციო ცენტრები – სამხრეთ კორეაში, ირლანდიაში, ლიეტუვასა და ესპანეთში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები