LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ჩერგოლეიშვილი კახი კალაძეს ურჩევს, ის წიგნი წაიკითხოს, რომელიც მის მეუღლეს ჩანთაზე აქვს გამოსახული

11962
chergeloeshvilikaladze

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში კახი კალაძეს მიმართავს და აღნიშნავს იმ ფაქტსაც, რომ მის მეუღლეს, დიზაინერ ანუკი არეშიძეს ხელში ეჭირა ქლაჩი, „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ გარეკანით. თამარ ჩერგოლეიშვილი მიმართავს თბილისის მერს, რომ ეს წიგნი წაიკითხოს.

ფოტო: ანუკი არეშიძის სრულიად თეთრი სამოსი კახი კალაძის წარდგენაზე და „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ – ქლაჩის სახით

„კახა კალაძე

ვისაც წიგნები არ წაგიკითხავთ, არაფერი გისწავლიათ, სიტყვების მარაგი არ გაგაჩნიათ, არც გონებრივი უნარი – დამაჯერებელი პასუხის გაცემა შეძლოთ – თქვენთვის სიტყვა სულ ძალადობის ტოლფასი იქნება.

გაუნათლებლები ხართ და სიტყვა, გონება – ამიტომ ძალადობს ფსიქოლოგიურად თქვენზე.

პირველად იყო სიტყვა, ქაჯებო!

პ.ს. „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“, ჩანთამდე, წიგნი იყო – ლუის კეროლის.

კარგი წიგნია – წაიკითხეთ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g