LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ჩერგოლეიშვილი: ყველამ, ვინც 2021 წელსაც „ნაცმოძრაობას“ მისცა ხმა, წაახალისა ის შეურაცხმყოფელი საგიჟეთი, რაც დღეს ხდება

156
ყრტრტ

ყველამ, ვინც 2021 წელსაც „ნაცმოძრაობას“ მისცა ხმა, წაახალისა ის შეურაცხმყოფელი საგიჟეთი, რაც დღეს ხდება, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს ძალიან ნათელია, რომ „ნაცმოძრაობისთვის“ მიცემულმა თითოეულმა ხმამ გააძლიერა ბიძინა ივანიშვილი. როდესაც ამომრჩევლის მიერ მთავარ ოპოზიციურ ძალად შერაცხული პარტია და მისი ბელადი ასე ფარჩაკდება, ეს უღირსობა მთელ ოპოზიციაზე აისახება და ივანიშვილის რეჟიმი ძლიერდება.

პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, დანარჩენ პარტიებს ვაკისრებ (ჩვენი ჩათვლით), რომ ამ სიბინძურის ალტერნატივა ვერ შევქმენით.

ყველა უპასუხისმგებლო იდიოტია, ვინც დღესაც „ნაცებთან“ ერთიანობით ცდილობს ტივტივს და დღესაც ვერ შეიგნო, რომ სანიტარული კორდონია მათთან საჭირო და მაშინ როცა ალტერნატიული დღის წესრიგი არ შუქდება, დისტანცია მხოლოდ მათზე თავდასხმით მიიღწევა“,- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g