LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ჭოველიძის მამა: დღეს დავრწმუნდი, რომ არავინ არ ვართ. დღეს ჩემთვის კიდევ ერთი 9 აპრილია

1905
Untitled

“მე რა ვიცოდი, რომ ასე უგულოდ მომექცეოდა, კედელს მივეყუდე და ვუსმენდი. ვფიქრობდი, ახლა საქართველოს პრეზიდენტი თამრიკოს ახსენებს, ეს არის წყალწაღებული ხავსს მოჭიდება, ჩაიკითხა სია და გავთავდი კაცი”- ამის შესახებ ტოკ-შოუ რეაქციაში  9 აპრილს დაღუპული გმირის  16 წლის თამარ ჭოველიძის მამამ განაცხადა.

არკადი ჭოველიძე ამბობს, რომ შეურაცხყოფილი და დამცირებულია.

“რამდენად ხშირად ახსენებენ თამუნას ჩემი ცხოვრების მიზანიც და მიზეზიც ეგაა. არ ვტოვებ საშუალებას სადმე თამრიკოს სახელმა კიდევ გაიჟღეროს.  ჩემთვის ეს შვებაა. ეტყობა, ქალბატონი პრეზიდენტისთვის ეს არაფერს არ ნიშნავს, როგორ შეიძლება.

მივედი, არც არავინ დამხვდა, შევედი, სკამი არ იყო რომ დავმჯდარიყავი, სკამებზე შევარდნაძის პარლამენტი გამახსენდა, სულ ეგენი ისხდნენ.

დღეს დავრწმუნდი, რომ არავინ არ ვართ. დღეს ჩემთვის კიდევ ერთი 9 აპრილია, 30 წლის შემდეგ. მე რა ვიცოდი, რომ ასე უგულოდ მომექცეოდა, კედელს მივეყუდე და ვუსმენდი. ვფიქრობდი, ახლა საქართველოს პრეზიდენტი თამრიკოს ახსენებს, ეს არის წყალწაღებული ხავსს მოჭიდება, ჩაიკითხა სია და გავთავდი კაცი, საერთოდ არ უხსენებია, გვარი არ უხსენებია. აღარასოდეს აღარ წავალ არც ერთ შეხვედრაზე. შეიძლება კაცი ვარ და ქალისთვის უნდა მეპატიება, მაგრამ მე როგორც თამრიკოს მამა ისე ვიქცეოდი.

რატომ დამპატიჟეს, თუ თამრიკოს არ ახსენებდნენ. რატომ ამიგდეს მასხრად? რატომ დასცინეს ჩემს შვილს. მაშინ ვერ დავიცავი და ძალიან განვიცდი და ვნანობ”- განაცხადა არკადი ჭოველიძემ.

 

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/633378990453935/?__xts__[0]=68.ARAaZBdcS1mIbe9MvGD3l3rJOdWTxNxy9Y4cEMMTVgpP64RjqLNnYPuXEjYGutJo0qS8p3XMuJfNWaFAgnnzJ3d1C-Jd-L8Ikij4zCZfcl5zKxXPbP4jeskq4eiawi6G5hcfY73XHa0OVAMwjEgKb-SJvgny4x04B5fbbDDd_9SH7vlxHUpN9Ra9J2JfDf4QGVODbeqkSSInMezJ0PRXsLXFf8J3X9Y0wkV58QWJEr9e1tbJLrg9M_j1ECBrzwiziXzyQEhDKUdMnGpZ4JlWo7hwNMHgprLk63CrP_9j3FY-fgOsYQO9mVWaIfx17w4E9CNGmWPxxhaQx0AR1-iEwS5PPARquwFsRGU&__tn__=H-R

 

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის მიღებაზე 9 აპრილს დაღუპული გმირების ჩამოთვლისას 16 წლის თამარ ჭოველიძე გამორჩა, რის გამოც არკადი ჭოველიძემ ავლაბრის სახელმწიფო ცერემონიების სასახლე  პროტესტის ნიშნად დატოვა.მისი თქმით, დარბაზში სკამიც კი არ იყო, რომ დამჯდარიყო.

თავად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია. განმარტება გააკეთა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. ლაშა ჟვანია მომხდარს ტექნიკურ შეცდომას უკავშირებს. მისი თქმით, თამარ ჭოველიძის სახელი სიაში არ იყო გამორჩენილი და, როგორც ჩანს, პრეზიდენტი ტექსტის წაკითხვის დროს ერთი ხაზიდან მეორეზე გადავიდა. ჟვანიას თქმით, შესაძლოა სწორედ ამიტომ წაიკითხა პრეზიდენტის პრესსპიკერმა გვარები ხელმეორედ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g