LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ჟვანია-“არჩევნები სამოქალაქო პროცესია და ეს გარჩევების დღე არ არის”

56

“არჩევნები გახლავთ სამოქალაქო პროცესი და ეს გარჩევების დღე არ არის, – აღნიშნული განცხადებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ზუგდიდში, კორცხელში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. ჟვანია საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს მიმართავს, უზრუნველყონ სიმშვიდე, თავი აარიდინ ყოველგვარ დაპირისპირებას და მოქალაქეებს მისცენ საშუალება, თავისუფლად გამოხატონ ნება არჩევნებზე. ”ეს არის მიუღებელი. ასეთი დაპირისპირება საარჩევნო გარემოზე დადებითად არ მოქმედებს და ზოგადად, პროცესს აზიანებს. იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო უბნების შიგნით პროცესი მშვიდად, წესისამებრ მიმდინარეობს, მინდა მივმართო ყველა პოლიტიკურ მხარეს, მათ მხარდამჭერებს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს და მოქალაქეს, რომ არჩევნები გახლავთ სამოქალაქო პროცესი და ეს გარჩევების დღე არ არის. შესაბამისად, მინდა მივმართო მათ, უზრუნველყონ მაქსიმალური სიმშვიდე, თავი აარიდინ ყოველგვარ დაპირისპირებას და საშუალება მისცენ ხალხს, მოქალაქეებს, თავისუფლად გამოხატონ ნება არჩევნებზე”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g