LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ გაბუნია – 2022 წელს, ონკოლოგიურ სერვისებში,134 მილიონი ლარი დაიხარჯა

152
641b1472a064b

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ 2022 წელს, ონკოლოგიურ სერვისებში, 134 მილიონი ლარი დაიხარჯა.

“საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არსებობს მიმართულებები, რომელიც მაღალი ხარჯების გათვალისწინებით, უნივერსალურად, პაციენტების სოციალური სტატუსის მიუხედავად იფარება. ასეთია ონკოლოგიური სერვისები – სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია და ჰორმონოთერაპია. პროგრამა, ამ მიმართულებით, მუდმივად ფართოვდება. მაგალითისთვის, თუ 2013 წელს, აღნიშნულ მომსახურებებზე გამოყოფილი იყო 2.6 მილიონი ლარი, 2022 წელს, დაფინანსების მოცულობა 51-ჯერ გაიზარდა და 134 მილიონი ლარი დაიხარჯა”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი განმარტებით, ონკოლოგიური სერვისები 2023 წელსაც პრიორიტეტებს შორისაა.

თამარ გაბუნიას განცხადებით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის გარდა, სამინისტრო მიზნობრივ პროგრამებს ახორციელებს, რომლებიც სხვა, სპეციფიკურ ონკოლოგიურ საჭიროებებს ფარავს.

„ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა ბავშვთა ონკოჰემატოლოგია, რომლის 2023 წლის ბიუჯეტიც 3 000 000 ლარს შეადგენს. ასევე, ინკურაბელური პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის პროგრამა. სხვა პაციენტებთან ერთად, აქ ონკოლოგიური პაციენტების მომსახურებაც შედის და მისი ბიუჯეტი, 2023 წლისთვის, 5 200 000 ლარია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g