LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ გაბუნია: ექიმების ვაქცინაციის მაჩვენებელი 75%-ზე მეტია

54
1542785749-02-ვაქცინაცია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ექიმების აცრის მაჩვენებელი 75%-ზე მეტია. მისივე თქმით, შედარებით დაბალია ვაქცინაციის სტატისტიკა ექთნებსა და სანიტრებს შორის.

“ექიმების ვაქცინაციის მაჩვენებელი არის 75%-ზე მეტი. უფრო დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი ექთნებსა და სანიტრებს შორის. ოჯახის ექიმების მოტივაცია და ინტერესი, რომ თავად გაიკეთონ ვაქცინა და ასევე მოუწოდონ სოფლის მოსახლეობას და მათთან რეგისტრირებულ სხვა ბენეფიციარებს აიცრან, იზრდება, თუმცა ჯერ კიდევ საყურადღებოა ის 25% ექიმების, რომელიც თავადაც არ არის აცრილი რაღაც მიზეზის გამო.

ბუნებრივია, ამ შემთხვევაში იმის მოლოდინი, რომ  მათ შეუძლიათ თავიანთ მოსახლეობასთან აქტიური პრომოცია გასწიონ, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ შეკითხვები გვაქვს და აქაც იქნება დამატებითი მხარდამჭერი ზედამხედველობა ვაქცინაციის შეუფერხებელი ჩატარებისთვის”, — განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები