LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ გაბუნია: საწოლების მობილიზაციისთვის მექანიზმი, რომელიც სამინისტრომ გამოიყენა, შეთანხმებული იყო ყველა სამთავრობო უწყებასთან

74
rtyeryheyr

პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან საწოლების მობილიზების მექანიზმი, რომელიც სამინისტრომ გამოიყენა, შეთანხმებული იყო სამთავრობო უწყებასთან და ეს მექანიზმი აღიწერა მთავრობის დადგენილებაში, რითაც ვმუშაობდით ამდენი ხნის განმავლობაში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

კლინიკებში სახელმწიფოს მიერ ჩარიცხული თანხები პერსონალამდე არ მიდიოდა – მინისტრი კოვიდპანდემიის დროს გაფლანგულ თანხებზე საუბრობს

„მიუხედავად იმისა, საწოლი იმ მომენტში დატვირთულია თუ არა, გარკვეული ანაზღაურება, ეს გამომდინარეობდა იქიდან, თუ რა ხარჯი აქვს კლინიკას, როგორც კომუნალური გადასახადების, ასევე პერსონალისთვის ბაზისური ხელფასის გადახდის კუთხით, ეს იყო მექანიზმი, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ.

ჰოსპიტალში 10 პაციენტი მკურნალობს კოვიდის მიზნებისთვის თუ 100, ჰოსპიტალს სჭირდება, რომ დარჩეს ფუნქციონირებულ მდგომარეობაში, ჰყავდეს მობილიზებული სამედიცინო პერსონალი. რა თქმა უნდა, ეს არის შეთანხმებული მექანიზმი და აღწერილია პროგრამაში. ეს არის სტანდარტული ანაზღაურების წესი. კოვიდის პროგრამაში იყო სამ კომპონენტია ანაზღაურება: მობილიზებული საწოლებისთვის, პერსონალის დანამატი და მესამე, ფაქტობრივი ანაზღაურების ხარჯი, რომელსაც აუდიტი მიმდინარე პერიოდში სწავლობს. აუდიტის შედეგები ყველასთვის გახდება ცნობილი“, – განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პანდემიის დროს კოვიდკლინიკების ​თითოეულ ცარიელ საწოლზე 120+60 ლარს იხდიდა სახელმწიფო. „ეს მიუღებელია, მოქალაქეებისა და ბიუჯეტის ხარჯზე, სახელმწიფო კლინიკებს ამდიდრებდეს“.

მოკვლევის დასრულებამდე რესურსების ბოროტად გამოყენებაზე საუბარი ზიანს აყენებს ყველა კლინიკას – ჯანდაცვის ასოციაცია მინისტრს პასუხობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g