LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ იოსელიანმა თურქეთის ელჩთან ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში საქართველოსა და თურქეთს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა განიხილა

115
თამარ იოსელიანი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ალი ქაან ორბაის შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში. ხაზი გაესვა შუა დერეფნის მეტი განვითარებისთვის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულფასოვანი ამოქმედების მნიშვნელობას.

თამარ იოსელიანმა თურქეთს ელჩს მიაწოდა ინფორმაცია მსხვილი სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელთა ამოქმედებაც გაზრდის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობას და ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო ჰაბად ჩამოყალიბებას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზებაზე, მათ შორის, სავაგონე და სალოკომოტივე შემადგენლობის განახლებაზე, რომლითაც საქართველოს რკინიგზა ტვირთებს უფრო სწრაფად, უსაფრთხოდ და საიმედოდ გადაზიდავს.  

შეხვედრას დაესწრო საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g