LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ივერი: „მშვიდობით, ძია ალეკო… აჭარის ტელევიზიას დიდი ბერმუხა და პირადად მე უსაყვარლესი უფროსი მეგობარი გამომეცალა….“

246
თამარ ივერი

ცნობილი საპერო მომღერალი თამარ ივერი „აჭარის ტელევიზიის“ ოპერატორის, ალეკო აბაშიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსით ეხმიანება:

ალეკო აბაშიძე აღარ გვყავს… აჭარის ტელევიზიას დიდი ბერმუხა და პირადად მე უსაყვარლესი უფროსი მეგობარი გამომეცალა. თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული,უზადო პროფესიონალი, სათნო, კეთილი, ალალ-მართალი.

ის (ან სხვა ვინ უნდა ყოფილიყო?) იყო ჩემი ფესტივალის ულამაზესი სარეკლამო კლიპების ავტორი, ჩემი ფესტივალის ოპერატორი, ფოტოგრაფიც, მემატიანეც და დიდი მეგობარიც, რომელსაც ჯერ კიდევ დამწყები, პატარა ბაფთიანი მომღერალი დიდთვალება გოგო ვახსოვდი 90-იანი წლების ბათუმის საოპერო თეატრიდან. უზომოა ჩემი ტკივილი ამ ზეპოზიტიური ადამიანის, საამაყო ბათუმელის უეცარი წასვლის გამო. ის მუდამ დარჩება ჩემი და ყველა იმ ბათუმელების  გულებში, ვისთანაც მას ოდნავი ნაცნობობაც კი აკავშირებდა.  მისი საოცრად ალალი ადამიანობით,

რაღაცნაირად, ფილმ „დღე პირველი, დღე უკანასკნელის“ გმირ, მოხუც ფოსტალიონ გიორგის მაგონებდა, ის ხომ ასეთიც იყო მისი აღსაზრდელი ახალგაზრდა ოპერატორებისთვის. მშვიდობით, „ძია ალეკო” და მადლობა აჭარის პოპულარიზაციის და გაშუქების საქმეში, აუწონელი და შეუფასებელი მნიშვნელობის მოღვაწეობისთვის, შენი თითით საჩვენებელი კაცობისთვის.

იცოდე, მუდამ დარჩები ჩემს გულში!!

გულით ვუსამძიმრებ აჭარის ტელევიზიას და მთელს ბათუმს ამ დიდებული კოლორიტი ადამიანის წასვლას…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g