ცნობილი მომღერალი თამარ ივერი ჟურნალ „სარკეს“ (18 ივნისის ნომერი) უყვება, თუ რატომ გადავიდა აშშ-ში საცხოვრებლად.
თამარ ივერი:
„გასული წლის ნოემბრის ბოლოს წავედი ამერიკაში… მიზეზი, რის გამოც ამერიკაში აღმოვჩნდით, ჩემი მეუღლის დედის ავადმყოფობაა. ონკოლოგიური დაავადება აღმოაჩნდა და ქიმიოთერაპიები გაიკეთა. ახლა უკეთ არის. 6 წელი იქნება, ამერიკაში ცხოვრობს. ჩემი მეუღლის და, ალბათ 25 წელია, ამერიკაშია და 6 წლის წინ დედაც წაიყვანა, რომელიც მანამდე იტალიაში ცხოვრობდა და საკმაოდ ცნობილი დამსაქმებელი იყო იქ.
ჩემს მეუღლეს სთხოვა დედამ, მინდა, შვილიშვილები ჩემთან იყვნენ და თუ არის ამის საშუალება, იქნებ ჩამოხვიდეთო. ჩვენ კი გადავწყვიტეთ, რომ მის გვერდით ვიყოთ. ასე რომ ამის გამო წავედით და არავის გავქცევივართ, თბილისში ჩემს საქმეს ვაკეთებდი, ვმუშაობდი და არ მქონდა საჭიროება, რომ სხვა ქვეყანაში გადავბარგებულიყავი…“