LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ურუშაძე: „იბერიის“ ეზოში „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების დანახვამ გული ძალიან მატკინა…“

1552
tamar-usrushadze-news

ტელეჟურნალისტი თამარ ურუშაძე, რომელსაც თითქმის ერთი წლის წინ „იბერიის“ დატოვებამ მოუწია, სხვა ჟურნალისტებთან ერთად, ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს იმ ემოციების შესახებ, რომლებიც დაეუფლა მას შემდეგ, რაც კოლეგები „რუსთავი 2“-დან თავის ყოფილ სამუშაო ადგილას ნახა.

„რუსთავი 2“-ის ყოფილი ჟურნალისტები ჩემი მეგობრები და კოლეგები არიან, თითოეული მიყვარს, პატივს ვცემ და წარმატებებს ვუსურვებ. მინდა, კარგი არხი გააკეთონ და არ მინდა, მათაც ისევე მოექცნენ არხის მფლობელები, როგორც ჩვენ მოგვექცნენ.

„ფეისბუქზე“ მათი ჩართვები რომ ვნახე „იბერიის“ ეზოდან, გული ძალიან მეტკინა. სასიხაულოა, რომ იქ ჩვენი კოლეგები გააკეთებენ ახალ არხს, მაგრამ ადამიანურად მაინც მძიმე დასანახი იყო იმ ეზოსა და ლოგოს ნახვა. ჩვენ ძალიან დიდხანს ვიყავით უმუშევრები, ძალიან დიდხანს ვერ ვასრულებდით ჩვენს მოვალეობას. 15 წელია, ამ პროფესიაში ვარ და დღე არ მქონია, აქტიურად არ მემუშავა“, აღნიშნავს თამარ ურუშაძე.

როგორც თამარ ურუშაძე ამბობს, მას მოლაპარაკებები რამდენიმე მედიაორგანიზაციასთან აქვს და მალე ისევ ეთერში გამოჩნდება, საინფორმაციო სამსახურში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g