თამარა ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ლევან ვასაძის გამონათქვამს გამოხმაურა მის მეუღლესთან, გიგა ბოკერიასთან დაკავშირებით, – „უკვე, ამ ვასაძე/გიგას თემაში თავს „ტრეწი ლიშნიდ”ვგრძნობ“.
ჩერგოლეიშვილის სტატუსს მის კედელზე მეგობრები ასე გამოეხმაურნენ:
„გიგას იგნორი აგიჟებს. უყვარს აშკარაა…“
„ფსონს გიგაზე დავდები, ვინმე თუ მიიღებს და მაღალი კუში ექნება“.
„ეს ის არაა, რაც შენ გგონია, არ იეჭვიანო…“
შეგახსენებთ, რომ ლევან ვასაძემ მცირე ხნის წინ აღნიშნა, რომ გიგა ბოკერიასთან ერთად ერთ საკანში ჩაჯდებოდა: „“თუ დამაპატიმრებთ, ერთი პატივი დამდეთ. იმედია იმას მაინც მიხვდებით, რომ მე თუ დასაპატიმრებელი ვარ, მაშინ გიგა ბოკერია, მაგალითად, არის დასაპატიმრებელი, ვინც არის იდეოლოგი ამ არეულობის მცდელობისა.
ერთი თხოვნა მაქვს, ორკაციან კამერაში ჩაგვსვით და ნუ შემოიხედავთ ცოტა ხანი. მერე მართლა გექნებათ ჩემი დაპატიმრების ლეგალური მიზეზები. ამას ვამბობ ყოველგვარი იუმორის გარეშე“.
“რაღაც პროგრესი მაქვს. სხვები უბრალოდ ციხეში ჩასმას ითხოვდნენ ჩემსას და ამას ჩემთან ერთად უნდა საკანში”, – ამის შესახებ ბოკერიამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა.