თამარა ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ლაგოდეხში დატრიალებულ ტრაგედიას. მოგეხსენებათ, სკოლის მოსწავლე გოგონას გურგენიანის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხი დაუცდა და მდინარეში გადავარდა. მას მთელი ღამე ეძებდნენ მყვინთავები და დღეს გარდაცვლილი იპოვეს.
ლაგოდეხში მდინარეში ჩავარდნილ 16 წლის გოგოს მთელი ღამის განმავლობასი ეძებდნენ
მაშველებმა მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს
გარდაცვლილი გოგონა ჟურნალისტ სალომე ბარკერის და გახლავთ. სალომე და თამარა ჩერგოლეიშვილი კოლეგები და მეგობრები არიან.
სალომემ გარდაცვლილი დის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:
„ჩემი ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი და სიყვარულით სავსე სკვინჩა აღარ მყავს. არ ვიცი, რა ვქნა“.