თბილისში, თამარაშვილის გამზირზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
ადგილზე მობილიზებულია საპატრული პოლიცია. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზს გამოძიება დაადგენს.