„როგორც ქართველი გულდაწყვეტილი ვარ, რომ რეგიონში ყველაზე ცუდი აეროპორტი გვაქვს. ჩვენ ვერც ბაქოს აეროპორტთან ვერ მივალთ ახლოს და ვერც ერევანთან. ძალიან ჩამორჩენილები ვართ”, – ამის შესახებ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, Tav Georgia-ს მიერ მიწოდებული სერვისი და მის მიერ დაწესებული გადასახადები შეუსაბამოა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მდგომარეობა სავალალოა.
„ავიაკომპანიას რა პრეტენზიები შესაძლოა ქონდეს TAV Georgia-ს მიმართ? პირველი პრეტენზიაა უსაფრთხოების კუთხით. მხედველობაში მაქვს საავიაციო უსაფრთხოება. როგორ მდგომარეობაშია პერონი, ასაფრენი ბილიკი და ასე შემდეგ. ასევე გამოვყოფდი, თუ რა ტექნიკით ემსახურება ის ავიაკომპანიებს. არანიარ კრიტიკას არ უძლებს ის, თუ რა მდგოამრეობაშია დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. ვისაც უმგზავრია თბილისის აეროპორტიდან ამას მიხვდება. როგორც ვიცი, მგზავრები კმაყოფილნი არ არიან, ამაზე ყოველდღე გვწერენ ჩვენ მგზავრები თუ რა ხდება აეროპორტში და რა მდგომარეობაშია ინფრასტრუქტურა”, – განმარტავს თამაზ გაიაშვილი.
შეგახსენებთ, TAV Georgia Georgian Airways–ს ვალის გადახდას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ფრენებს შეუჩერებს. ვალის ოდენობა 9 მლნ ლარს შეადგენს.