მულტიინსტრუმენტალისტმა კევინ პარკერმა, საასცენო ფსევდონიმით Tame Impala, კომპოზიციაზე Lost in Yesterday გადაღებული კლიპი გაავრცელა. სიმღერა მუსიკალური პროექტის მომავალ ალბომში, The Slow Rush შევა, რომლის პრემიერაც 14 თებერვალს შედგება.
კომპოზიცია, ისევე როგორც ვიდეოკლიპი, საოცრად ჰაეროვანი და ამყოლია. მუსიკის კრიტიკოსები მას გაჰიტებას უწინასწარმეტყველებენ.