LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამო ვაშალომიძე ნუკი კოშკელიშვილთან დაპირისპირებაზე: „ზუსტად ვიცი, რომ ყველას ვერ ვეყვარები. პირიქით, მე მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელიც მლანძღავს, რადგან ეს ყველაფერი მაძლევს უფრო დიდ მუხტს, რომ უფრო მეტი გავაკეთო…“

316
თამო ვაშალომიძე და ნუკი კოშელიშვილი

თამო ვაშალომიძე ჟურნალ „სარკის“ 12 მარტის ნომერში პასუხს სცემს ჟურნალისტის კითხვას, ნუკი კოშელიშვილთან სოციალურ ქსელში დაპირისპირებაზე. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

თქვენს წარმატებებს ყოველთვის თან მოჰყვება ხოლმე რაღაც ინტრიგა, გარკვეული ადამიანების მხრიდან ნეგატივი. ამჯერად სოციალურ ქსელში ნუკი კოშკელიშვილთან დაგაპირისპირეს. მასაც თავისი კოსმეტიკის ხაზი აქვს და ეს გახდა მიზეზი?

არ მინდა ამ თემაზე საუბარი. ზუსტად ვიცი, რომ ყველას ვერ ვეყვარები. პირიქით, მე მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელიც მლანძღავს, რადგან ეს ყველაფერი მაძლევს უფრო დიდ მუხტს, რომ უფრო მეტი გავაკეთო. სულ მადლიერების მოლოდინში ვერ იქნები. ერთი ყოველთვის კარგად ვიცი, მე ნეგატივზე საუბარი არ მინდა.

არ ვცდილობთ, ეს ყველაფერი თავიდან აიცილოთ?

არა, ეს შეუძლებელია. ჩემთვის მთავარია საქმე და ჩემი მიზნები. ვიღაცის მიმართ ჰეითი, დარწმუნებული ვარ, ყოველთვის იქნება. შეიძლება ბევრი რამ იყოს გულდასაწყვეტი, გვქონდა შინაგანი პროტესტი, რომ ამას არ იმსახურებ, მაგრამ მე ვარ ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს მივეჩვიე და ყველაფერს ვუყურებ მარტივად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g