„თამოსკინის“ დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე ხანგრძლივი ფრენის შემდეგ სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ჩავიდა. ბიზნესლედი სეულის ქუჩებიდან უკვე ავრცელებს ფოტო და ვიდეოკადრებს, რომლებმაც სოციალურ ქსელებში ყურადღება მიიქცია.
როგორც თამო ვაშალომიძემ გამგზავრებისას აღნიშნა, იგი სეულში საქმიანი ვიზიტით იმყოფება და ერთ-ერთ კოსმეტიკის საწარმოში ოფიციალური შეხვედრა აქვს დაგეგმილი.
ვიზიტის მიზანი კომპანიის განვითარების ახალი ეტაპებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვაა. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.
