მსახიობმა თამრი ბზიავამ „პრაიმშოუსთან“ ისაუბრა პანიკური შეტევების შესახებ, რომელიც, როგორც თავად ეგონა, პირად ცხოვრებას უკავშირდებოდა, თუმცა ექიმთან ვიზიტის შემდეგ გაარკვია, რომ ეს მის პროფესიასთან არის უშუალოდ დაკავშირებული:
„ჩემს შემთხვევაში ეს დაიწყო პანდემიამდე უფრო ადრე. რომ მეგონა, რომ ეს პირად ურთიერთობებს უკავშირდებოდა, ასე არ აღმოჩნდა. დამეხმარა ბატონი რომან შაქარაშვილი. 2019 წელი იყო უახლოესი ადამიანების გარდაცვალების წელი… ბატონმა რომანმა მითხრა, რომ მისი პაციენტები იყვნენ რამაზ ჩხიკვაძე და ბევრი ცნობილი მსახიობი და პანიკური შეტევები უკავშირდება მსახიობობას. შენ უნდა ისწავლო ამის მართვა და აღმართო კედელიო. ამ ბოლო დროს თეატრის მეთოდიკა შეიცვალა, ჩვენ აღარ ვაკეთებთ ამ კედელს, ბოლოს ისეთ რეჟისორთან ვიმუშავე, სადაც ამას ვერ გავაკეთებდი. თავიდან ბოლომდე რთული პერსონაჟის ემოციური ფონი შემექმნა. საოცრად საინტერესო იყო მასთან მუშაობა და აუცილებლად ვიმუშავებ მომავალშიც, თუმცა სერიოზული ემოციური ფონი დამიტოვა…“