LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამრიკო ჭოხონელიძე: „გვე­გო­ნა ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდა, რად­გან „რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი“ უკან გა­მიწ­ვი­ეს. კითხვა მაქვს: ერთი წლის წი­ნან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა მო­ა­ტყუ­ეს?“

162
„თავისუფლების“ ფოტო - თამრიკო ჭოხონელიძე

პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყო. პარალალურ რეჟიმში კი, საკანონმდებლო ორაგანოს უკანა ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელსაც საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები, სამოქალაქო სექტორი და მედია ესწრება.

მდინარაძე: „მთელი პასუხისმგებლობით დაგიდასტურებთ, არა, რუსულ კანონს! რუსული კანონი საქართველოში არ მიიღება.. არა მონობას, ამავე დროს“

ფრაქ­ცია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ წარ­დგე­ნილ პრო­ექტს დღეს იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტი, პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით იხი­ლავს. აქციაზე მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძეც იმყოფება, რომელმაც მედიასთან კომენტარი გააკეთა და საკუთარ მოსაზრებაზე ისაუბრა:

„გა­სულ წელს ყვე­ლა­ფე­რი რაც მოხ­და, იყო ღირ­სე­ბის შე­მა­ნარ­ჩუ­ნე­ბე­ლი და ჩვენ ქარ­თვე­ლებ­მა, რომ­ლებ­მაც შარ­შან გა­ვი­მარ­ჯვეთ, გვე­გო­ნა ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდა, რად­გან „რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი“ უკან გა­მიწ­ვი­ეს.

ასევე ნახეთ

პარლამენტთან აქცია – „არა რუსულ კანონს“ დღეს დილიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის უკან გაშალეს ბანერი წარწერით: „დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით“.

ახლა ერთ შე­კი­თხვას და­გის­ვამთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა მო­ა­ტყუ­ეს ერთი წლის წი­ნან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით? – ის ხალ­ხი ვინც დღეს მომ­ხრეა „რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის“, ისი­ნი მო­ტყუ­ე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან, მა­შინ, რო­დე­საც გა­მო­იწ­ვი­ეს უკან კა­ნო­ნი და დაგვპირ­დნენ, რომ ის უკან აღარ დაბ­რუნ­დე­ბო­და“. – განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ.

„მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ იქნეს გაწვეული რუსული კანონი“ – საპარლამენტო ოპოზიცია

ფოტო: რადიო „თავისუფლება“

პოპულარულები