LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამთა ჭელიძემ „Soft Eject“-ის სიმღერის ახალი ვერსია ჩაწერა

159

„ექსკლუზივის“  სტუმარი მომღერალი თამთა ჭელიძე იყო. გადაცემის ფარგლებში შედგა „Soft Eject“-ის ცნობილი სიმღერის – „please just carry on“ ახლებური ვერსიის პრემიერა.  მომღერალმა წინასაახალწლო ტრადიციებსა და გეგმებზეც ისაუბრა.

თამთა: პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა. ყოველთვის თქვენთან მოვდივარ ხოლმე ახალი სიმღერის წარსადგენად.  ამ სიმღერის ჩაწერით ბავშვობის ოცნება ავისრულე.

– რატომ იყო ეს ბავშვობის ოცნება?

– როდესაც პატარა ვიყავი, შოუბიზნესი ფაქტობრივად არ არსებობდა. იყო ერთი-ორი ჯგუფი, მათ შორის Soft Eject, რომელთა სიმღერებსაც ვუსმენდი. „please just carry on” ძალიან ღრმად ჩამიჯდა მეხსიერებაში და სულ მინდოდა, რომ გამეკეთებინა. წლების შემდეგ, მაგრამ მაინც მოვახერხე. მუდმივად ტელევიზორთან ვიჯექი და ველოდი, როდის გაუშვებდნენ ეთერში, საოცარი სითბო ჩაიღვარა სხეულში, როდესაც პირველად მოვუსმინე.

– რთული იყო ამ ცნობილ სიმღერაზე მუშაობა?

– კი, ძალიან, რადგან პასუხისმგებლობა იყო დიდი. ეს ეხებოდა Soft Eject-ს, პეჩოს და მთლიანად ჯგუფს.  ამასთან, არაფრის დამატება ამ სიმღერას აღარ სჭირდებოდა, უბრალოდ, მე ჩემი ვერსია შევქმენი. ვცდილობდი, არაფერი გამეფუჭებინა. თითოეული ადამიანი ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა, ვინც მის ჩაწერაზე მუშაობდა. მინდა, ამ ვერსიის შექმნისთვის დიდი მადლობა გადავუხადო „ბრავო რეკორდსს“, სადაც ეს სიმღერა ჩავწერე, ზაზა შენგელიას, ბორიკო შხიანს, ალეკო ბერძენიშვილს. განსაკუთრებული მადლობა ჯგუფს „Soft Eject“ და ირაკლი ჭელიშვილს. (ვრცლად)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g