სერიალის „სიყვარულს მიღმა“ პერსონაჟის, ლაკოს შემსრულებელი – მსახიობი თამთა ხმალაძე ჟურნალ „გზის“ შეკითხვებს პასუხობს.
ის ზოდიაქოთო კირჩხიბია და ამბობს, რომ ასტროლოგიით ძალიან არის დაინტერესებული:
„ასტროლოგიით ვინტერესდები, პირადი ჰოროსკოპიც მაქვს შედგენილი. როცა ბიჭი მომწონს, მისი ზოდიაქოს ნიშნის დახასიათებას აუცილებლად ვკითხულობ“.
თამთა თავისი პერსონაჟის შესახებაც საუბრობს:
„ჩემი პერსონაჟი ძალიან ბევრ ადამიანს აღიზიანებს და ასეც უნდა იყოს. ეს გოგო სერიალში ამიტომაც ჰყავთ. როცა ვიღაცები ღიზიანდებიან, ვთვლი, რომ პერსონაჟი შედგა. რეალურ ცხოვრებაში სულ სხვა რამ ხდება – ადამიანები, რომლებიც ეკრანიდან მცნობენ, სულ კარგ სიტყვებს მეუბნებიან…“