LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამთა კვარაცხელია: „ჩემი ბედნიერება ისეთი იყო, როგორიც წარმომედგინა. ვგრძნობდი, რომ ეს ყველაფერი დიდხანს არ გაგრძელდებოდა და ვცდილობდი, ყველა წუთით დავმტკბარიყავი…“

241
თამთა კვარაცხელია

ტელეწამყვანი თამთა კვარაცხელია პასუხობს ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას, რას ისურვებდა, უზრუნველ ცხოვრებას თუ ცხოვრებას სიყვარულით?

„ჩემს გამოცდილებაში უზრუნველი ცხოვრება და სიყვარული ერთად იყო, არ მომიწია მათ შორის არჩევანის გაკეთება… მახსოვს ის არაჩვეულებრივი შეგრძნება, თითქოს დედამიწაზე სამოთხე ვიპოვე და ბედნიერება დავიმსახურე, როცა მოულოდნელად სიცარიელე, მარტოობა, ყველა შიში და დარდი სადღაც უკან ისე გაქრა, თითქოს არც არასოდეს ყოფილა. თითქოს სამყარო ზრუნავდა ჩემზე, ჯადოსნური ჯოხით აქრობდა ყველა პრობლემას. ყველაფერი მქონდა, რაზეც ოდესმე მიოცნებია და მინატრია. ჩემი ბედნიერებაც ისეთი იყო, როგორიც წარმომედგინა. ვგრძნობდი, რომ ეს ყველაფერი დიდხანს არ გაგრძელდებოდა და ვცდილობდი, ყველა წუთით დავმტკბარიყავი. კარგი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ცხოვრება არ იყო ჩემი კომფორტული მდგომარეობა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიღაცამ, როგორც ზღაპარში, ჩემი ნაწილი და ცხოვრება მოიპარა, სადღაც სასახლეში გამოამწყვდია და გადამალა. ცდუნება დიდი იყო, მაგრამ გადავწყვიტე, ნამდვილ თამთაზე გამეკეთებინა არჩევანი, თავისუფლება შემენარჩუნებინა და მებრძოლა იმისთვის, რომ თავად შემექმნა ჩემი უზრუნველი და ჰარმონიული სამყარო იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მანამდეც არსებობდნენ ჩემს რეალობაში. ასე რომ, მე ჩემი ბედისწერის ცვლილება გადავწყვიტე და არჩევანი საკუთარი თავის სასარგებლოდ გავაკეთე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g