LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამთა შედანია: „მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთის საქმიანობას მხარს ძალიან ვუჭერთ. მისგან რჩევებს ყოველთვის ვიღებ…“

107
თამთა შედანია

თამთა შედანიას სამოდელო კარიერა 14 წლიდან დაიწყო და განვითარდა. წარმატებულმა მოდელმა დიდი გზა გაიარა, ახლა კი მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დგას: საკუთარი სამოდელო სააგენტო და აკადემია დააფუძნა. ის ჟურნალ „გზას“ ესაუბრება.

– 2 შვილის დედა და საქმიანი ქალი იდეალურ ფორმაში ყოფნას როგორ ახერხებ?

– თუ მოინდომებ, ცხოვრებაში არაფრის ლიმიტი არ არსებობს. „არ შემიძლია”, „არ გამომდის” – ამ ყველაფერს საკუთარ თავს თავად ვუწესებთ. თუ მოინდომებ, ყველაფრის დაბალანსებას და დროის მენეჯმენტს შეძლებ. დაკავებულობის მიუხედავად, საკუთარი თავი არავინ უნდა დაივიწყოს. უპირველეს ყოვლისა, პიროვნებად სწორედ საკუთარი თავის სიყვარული გქმნის. ყოველ დილით, პირველ რიგში, ჩემი თავისთვის ვიპრანჭები. სახლიდან სავარჯიშოდ იმიტომ გავდივარ, რომ ტონუსში ვიყო და საკუთარ თავთან ჰარმონიული დამოკიდებულება მქონდეს. შემდეგ, როცა მენტალურად, ფიზიკურად კარგად ხარ, საქმეც კარგად გამოგდის ადამიანს…

– შვილებზე ზრუნვაში ვინმე გეხმარება?

– არა. ჩემი შვილები უკვე გაიზარდნენ: ერთი სკოლაში დადის, მეორე – ბაღში (იღიმის).

– შენს ახალ წამოწყებაში მეუღლე მხარს როგორ გიჭერს?

– მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთის საქმიანობას მხარს ძალიან ვუჭერთ. მისგან რჩევებს ყოველთვის ვიღებ.

– დაბოლოს, რას ურჩევ ქალებს, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ მოდელობა მოზარდების საქმეა და ეს პროფესია ჯერ კიდევ ახალგაზრდულ ასაკში სრულდება?

– ასეთი არასწორი შეხედულებების ტენდენცია განათლების, ინფორმაციის ნაკლებობის პირობებში არსებობდა. მოდელობა სერიოზულ პროფესიად არ აღიქმებოდა, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში, ერთ-ერთ მაღალანაზღაურებად პროფესიად მიიჩნევა, რადგან მაგალითად, გოგონას შეუძლია, პატარა ასაკში იმხელა თანხა იშოვოს, რაც შესაძლოა, ადამიანმა მთელი ცხოვრება ვერ გამოიმუშაოს. ბოლო პერიოდში, სამოდელო სფეროს მიმართ არასწორი დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანაშიც შეიცვალა, პირიქით – ბევრ გონებაგახსნილ მშობელს ვიცნობ, ვინც შვილს შესაბამის მონაცემებს ბავშვობიდანვე უვითარებს და მის წარმატებაზე ზრუნავს…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g