LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამუნა გოდერიძე: „გამოიყვანოს მთავრობამ ჯარი ქალაქების ქუჩებში!.. ჯარისკაცებმა უნდა აღკვეთონ პირბადის გარეშე ადამიანების გადაადგილება, დაშალონ თავშეყრის ადგილები…“

2814
fortuna (3)

საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ენდოკრინოლოგი, ოჯახის ექიმი, თამუნა გოდერიძე სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, რომ ვინაიდან საქართველოში მკაცრი ლოქდაუნი არ მოქმედებს, მოქმედი რეგულაციების გაკონტროლება საქართველოს ჯარს უნდა დაევალოს.

„კოვიდი გვეთამაშება ჭადრაკს და ჩვენ როდემდე უნდა ვეთამაშოთ „დურაკა”?

❗️დღეს ვართ მესამე მსოფლიო ომში ❗️

ასეთია ომი 21 – ე საუკუნში, ტყვიების მაგივრად კორონას ზუზუნია❗️

რადგან ლოქდაუნი არ გვაქვს, მაშინ უმკაცრესად გაკონტროლდეს რეგულაციები – გამოიყვანოს მთავრობამ ჯარი ქალაქების ქუჩებში ❗️

ჯარისკაცებმა უნდა აღკვეთონ პირბადის გარეშე ადამიანების გადაადგილება, დაშალონ თავშეყრის ადგილები – განსაკუთრებით რეგიონებში, მკაცრად გაკონტროლდეს ზღვისპირეთი, უნდა ჩაიხსნას ჯაჭვი, რომელიც დიდ მატარებლად იქცა და ვაგონებში ყველანი ერთად ვსხედვართ ჯერჯერობით – აცრილიც და აუცრელიც, სანამ 80 პროცენტი არ აიცრება მოსახლეობის – ყველას გვმართებს რეგულაციების დაცვა.
უკიდურესად მძიმე პერიოდია – ვაქცინაცია ვერ ეწევა ინფიცირებას, ანტივაქსერული დამოკიდებულება თავის მხრივ აუარესებს სიტუაციას.
ეს ომი თუ წავაგეთ – სხვა ომი აღარ გვექნება, გავნახევრდებით – ფიზიკურად, მორალურად, ეკონომიკურად“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g