LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

TAMUNA HANDMADE ACCESSORIES მომხმარებელს საყურეების ახალ კოლექციას სთავაზობს

80

ქართველი დიზაინერი თამუნა ზირაქაშვილი მომხმარებელს განახლებული საყურეების კოლექციას სთავაზობს.

როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას დიზაინერმა ისაუბრა, საყურეები ნატურალური ტყავისგან, მეტალისგან და ბუმბულისგანაა შექმნილი და მათი ფასი 20 ლარიდან იწყება.

ამას გარდა, დიზაინერის ნამუშევრებში იხილავთ ყელსაბამებსაც, რომლის შეძენაც 30 ლარიდან შეგიძლიათ.

მისივე თქმით, აქსესუარების გარდა, მსურველს საშუალება აქვს შეიძინოს ნაქსოვი სვიტერები და ჟაკეტები.

დიზაინერმა საქმიანობა დაახლოებით 8 წლის წინ დაიწყო და მას შემდეგ უამრავი ერთგული მომხმარებელი შეიძინა.

”შეკვეთებს faceebok-ის გვერდის საშუალებით ვიღებ და მაქსიმალურად ვცდილობ, შემკვეთის ყველა სურვილი და მოთხოვნა გავითვალისწინო”, – განაცხადა ზირაქაშვილმა.

მომხმარებელს TAMUNA HANDMADE ACCESSORIES-ის პროდუქციის ნახვა და შეკვეთა faceebok-ის გვერდის საშუალებით შეუძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები