LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამუნა ილურიძე: „ხშირად „ქართველი აგენტები“ გერმანიაში დასაქმების მსურველებისგან წინასწარ იღებენ თანხას, შემდეგ კი ქრებიან და მათ ყველაფრის გარეშე ტოვებენ…“

174
tamunaiuridze201

დღეს დილიდან აქტუალურია ამბავი იმის შესახებ, რომ მხოლოდ ერთ დღეში, გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებისთვის შექმნილ სპეციალურ პორტალზე 40 000 ადამიანი დარეგისტრირდა. გერმანიაში სამუშაოს მსურველთა რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.

ამ თემას ეხმიანება ქართველი ჟურნალისტი თამუნა ილურიძე, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს და საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს მათთვის, ვისაც გერმანიაში სურს სეზონური სამსახურის ძიება.

თამუნა აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ადამიანები გაფრთხილდნენ, რადგან ზოგიერთი ე.წ. აგენტი ქართველებს გერმანიაში აგზავნის და იქ სამსახურს არ ახვედრებს, მათგან კი სანაცვლოდ წინასწარ დიდი თანხა აქვს აღებული.

ამის შესახებ ინფორმაცია თამუნამ ემიგრანტების სხვადასხვა ჯგუფში მოიპოვა, სადაც არცთუ იშვიათად ხვდება დახმარების მთხოვნელებს, რომლებიც აგენტებმა უცხო ქვეყანაში სამსახურის გარეშე დატოვეს.

გთავაზობთ მის სტატუსს:

„სეზონურ სამუშაოზე გერმანიაში ჩამოდიან პოლონეთიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან და ასე შემდეგ…

განსაკუთრებით გაზაფხულზე, მაგალითად, მარწვის მდელოებზე და შპარგელზე – სატაცურზე სამუშაოდ, საკრეფად.

ძალიანაც კარგი, ამდენი ხალხი თუ რეგისტრირდება ამ უიმედობის დროს, მაგრამ საფრთხილოა ის, რომ ე.წ დამსაქმებლებმა, სააგენტოებმა შეცდომაში არ შეიყვანონ დასაქმების მსურველები.

ძალიან ხშირად, ე.წ ქართველი აგენტები დასაქმებას ჰპირდებიან და წინასწარ თანხას იღებენ, ვითომ მომსახურებაში, შემდეგ კი ქრებიან და მათ ბინის და ყველაფრის გარეშე ტოვებენ… სხვადასხვა დახურულ ჯგუფში ხშირად წერენ, თუ როგორ სარგებლობენ თაღლითები ადამიანის გაჭირვებით და იმით, რომ სხვებს ენობრივი ბარიერის გამო ინფორმაციის გადამოწმება არ შეუძლიათ. ასეთი აგენტები უკვე წერენ ჯგუფებში, რომ ხალხს დაასაქმებენ. ვინც ენა არ იცის, ან ასაკშია, ვერ ერკვევა, სჯერა, რომ აგენტი მოუგვარებს ყველა საკითხს, თუმცა ხშირად ასე არ ხდება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g